სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ცვლილებებია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ პროექტში რამდენიმე სიახლე დაინერგება – ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტში სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს. მათი თქმით, 2014 წელს მხოლოდ ის პროექტები დაფინანსდება, რომლებიც მიმდინარე წელს დაიწყება და ამავე წელს დასრულდება.