”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,ლუკოილში” ხანძარი გაჩნდა

4-lukoillogo დღეს, დაახლოებით 19 საათისათვის, ახალციხეში, ბენზინ გასამართ სადგურ ,,ლუკოილში“ მოკლე ჩართვა მოხდა. შემთხვევას აფეთქება არ გამოუწვევია, ცეცხლმა შენობას მხოლოდ მცირე ზიანი მიაყენა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ახალციხის სახანძრო–სამაშველო სამსახურში ზარი 18 საათსა და 55 წუთზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ მეხანძრეებს ცეცხლი ლოკალიზებული დახვდათ. სამსახურის უფროსის, პაატა კბილაშვილის თქმით, მოკლე ჩართვის გამო სადგურზე დაახლოებით 1 კვ.მ ფართობზე პლასტიკატი დაიწვა.
ინციდენტით დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს იძიებს.

Information

This entry was posted on 18/02/2014 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე