”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვალეს საბაჟოზე ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

shსაბაჟო გამშვები პუნქტ “ვალეს” მებაჟე-ოფიცრებმა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით , 30 აბი ფსიქოტროპული მედიკამენტი Clonazepam-ი თურქეთის მხრიდან შემოსული ირანის მოქალაქის ა.რ.-ის კუთვნილ ხელბარგში აღმოაჩინეს, საქართველოს მოქალაქის ა. ნ.-ის კუთვნილ ხელბარგში კი 160 აბი ფსიქოტროპული მედიკამენტი Phenoborbital-ი იპოვეს.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისათვის შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ადიგენის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

Information

This entry was posted on 18/02/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე