საქართველოს მთავრობამ 2014 წლის საგაზაფხულო გაწვევები დაიწყო. დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად 18 წვევამდელი გაემგზავრა. ახალგაზრდებმა დილიდან მუნიციპალიტეტის სამხედრო სამსახურში შესაბამისი პროცედურები გაიარეს.