საბანკო სესხების ნაწილზე მომხმარებლებისთვის საპროცენტო განაკვეთი იზრდება. მომატებული პროცენტის გადახდა იმ პირებს მოუწევთ, რომლებმაც ბანკებთან მცოცავი კრედიტი გააფორმეს. ცვლილება საქართველოს ეროვული ბანკის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაიზარდა.