ვანო მერაბიშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს გირაოს სახით 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ე.წ. ფიქტიური დასაქმების საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე იქნა მიღებული.
ვანო მერაბიშვილი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.
დღესვე სასამართლოსთან მერაბიშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
დეტალებს საინფორმაციო გამოშვებებში შემოგთავაზებთ.
You must be logged in to post a comment.