”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამართალდამცველებმა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე ბორჯომში ერთი პირი ამხილეს

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის თანამშრომლებთან ერთად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ილია ლ. ამხილეს.
ილია ლ-მ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბორჯომი-თორის სატყეო უბანში 9,33 კუბ.მ წიწვოვანი ხე უკანონოდ მოჭრა. სამართლადამცველებმა, სატვირთო ავტომობილზე დასატვირთად გამზადებული პირველადი გადამუშავების ხე-მასალა – სხვადასხვა დიამეტრის 7 მორი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გარემოსთვის მიყენებული ზარალის ოდენობა 1026 ლარს შეადგენს.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლით).
ვიდეო–მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ–გვრდზე გავრცელდა.

Information

This entry was posted on 16/02/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე