ახალციხე და სანტა–მარინელა მეგობარი ქალაქები გახდებიან – ამასთან დაკავშირებით დღეს ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში იტალიის ელჩთან ისაუბრეს. ქალაქი,სადაც მესხი მეცნიერი, რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი და თეოლოგიის დოქტორი, მიხეილ თამარაშვილი მოღვაწეობა, უახლოეს მომავალში ახალციხეს დაუმეგობრდება.