წლების წინ დაწყებული კონფლიქტის მოგვარებაზე ორი ქვეყნის პირველი პირები საუბრობენ. რუსეთის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მზადაა და მის თანხმობას ელის. როგორ პასუხობს პუტინის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი და რას ფიქრობს ხალხი ქართულ-რუსული ურთიერთობის შესახებ. რა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი პოლიტიკური სვლა თუ სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, ახალციხის მაცხოვრებლებისა და ექსპერტთა მოსაზრებები.