”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვანკუვერის ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა

დღეს ბაკურიანში მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი გაიხსენეს. უისტლერში დატრიალებული ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა. ქართველ სპორტსმენს გაიხსენებენ სოჭშიც, სადაც საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები იმყოფებიან. მათი გადაწყვეტილებით, სიმბოლურად, ტრაგედიიდან ოთხი წლის თავზე, ორგანიზაციის აღმასკომის სხდომა შედგება. შეგახსენებთ, რომ კანადაში, ოლიმპური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ბოლო საცდელი დაშვების დროს, ქართველი სპორტსმენი ბოძს შეეჯახა და გარდაიცვალა.

წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე