სასოფლო–სამეურნეო ბარათების მისაღებად დამატებით სიებში მონაცემების შესატანად ადგილობრივებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 25 თებერვლამდე უნდა მიმართონ. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, მათ ვისაც მიწის ფართობი საჯარო რეესტრში 25 იანვრამდე აქვთ დარეგისტრირებული, უფლება აქვთ დაამატებით სიებში მოხვდნენ.
„ვადა გადაიწია 25 თებერვლამდე. ვისაც მიწა რეეესტრში აქვს დარეგისტრირებული 25 იანვრამდე, მათ მიეცემათ საშუალება დამატებთ სიებში მოხვდნენ და მიიღონ ის დახმარება, რაც სახელმწიფოსგან არის გათვალისწინებული“ – აცხადებს ბესიკ ბლიაძე.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელთან შედარებით, 2014 წელს სასოფლო–სამეურნეო ბარათს ამ დროის მონაცემებით 800 ბენეფიციარით მეტი მიიღებს.
You must be logged in to post a comment.