წითელას ეპიდემიური აფეთქება საქართველოში გრძელდება. ინფექციის მასობრივი პრევენციისათვის გასატარებელი ღონისძიებების მიზნით, მთავრობამ განკარგულება მიიღო. იგი 2–დან 14 წლამდე არასრულად აცრილ და აუცრელ ბავშვთა, ასევე 14 წლის მოზარდთა მთლიანი კონტიგენტის იმუნიზაციას ითვალისწინებს.