სასმელი წყლის პრობლემა ახალციხეში – უწყლობის გამო, ბოლო პერიოდში ქალაქის არაერთი ქუჩის მაცხოვრებლები ჩივიან. მათი ნაწილი პრობლემას ძლიერ ყინვებს უკავშირებს, ნაწილი კი ამბობს, რომ წყალი მილების დაზიანების გამო არ მიეწოდებათ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის სერვის–ცენტრის ინფორმაციით, საკითხის მოსაგვარებლად ბოლო ორი თვის განმავლობაში საგანგებო მუშაობა მიმდინარეობს.