ახალციხის მუნიციპალიტეტის საკონკურსო საპრეტენზიო კომისიაში ამ დროისათვის 15 განცახდებაა შესული. მათი უმრავლესობა განხილულია, 4 მათგანზე კი რეკომენდაციები უახლოეს დღეებში შემუშავდება. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის თქმით, კონკურსანტებს პასუხები ფოსტით გაეგზავნათ, მათი გასაჩივრება კი პასუხის მიღებიდან 2 დღის განმავლობაში შეუძლიათ.