”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენის რაიონული სამმართველოს უფროსი შეიცვალა

სჰსასს ადიგენის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. შსს–ს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას ირაკლი ქირია გააგრძელებს, რომელსაც ამ დრომდე ბორჯომის პოლიციის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.
რაც შეეხება გელა კოხოძეს, იგი აბასთუმნის დეტექტივების სამმართველოში იმუშვებს.
შსს–ს ინფორმაციით, ადიგენის პოლიციის უფროსად ირაკლი ქირიას დანიშვნას რაიმე სამართლებრივ საქმესთან კავშირი არ აქვს და იგი მხოლოდ საკადრო ცვლილების შედეგია.
აღნიშნული პიროვნებები თანამდებობებზე ოფიციალურად რამდენიმე დღეში დაინიშნებიან.

Information

This entry was posted on 08/02/2014 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე