”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ფინანსთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

1689016_659675687404081_255236520_nმიმდინარე წლის 7 თებერვალს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი გვარამაძის კანდიდატურა წარუდგინა, რომელსაც მანამდე სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ლაშა ხუციშვილი, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა 2013 წლის იანვრიდან ეკავა, დაწინაურდა და მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დასანიშნად წარედგინა.

ლაშა ხუციშვილი კურატორობას გაუწევს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტსა და სსიპ საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს, ამავდროულად იგი იქნება ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

პრემიერ-მინისტრმა ორივე დანიშვნის შესახებ ბრძანებებს ხელი დღესვე მოაწერა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს გვერდზე გავრცელდა.

Information

This entry was posted on 07/02/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე