”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში სასმელი წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

1907662_660017804059424_1972306883_n ახალციხეში ძლიერი ყინვების გამო დაზიანებული სასმელი წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. პროცესს დღეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დააკვირდა. ახალციხის რწმუნებულთან ერთად ოლეგ სანდროშვილმა ყველა ის ქუჩა მოინახულა, სადაც საკანალიზაციო და წყალის სისტემებია დაზიანებული
აღნიშნული პრობლემების გამო ახალციხის მოსახლეობას სასმელი წყალიც შეზღუდვით მიეწოდება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვისცენტრის მენეჯერი გიორგი დალალიშვილი აცხადებს, რომ ქალაქში პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება.

Information

This entry was posted on 07/02/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე