წითელი ჯვრის საზოგადოება მესამე რეგიონულ შეხვედრას მართავს. ორგანიზაციის წევრები კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციისა და კატასტროფების რისკის შემცირების გზებზე მსჯელობენ. პროექტში საქართველოს გარდა 5 ქვეყანაა ჩართული. შეხვედრა სამდღიანია და 7 თებერვალს დასრულდება.