”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს ელოდებიან

stadioniახალციხეში 7 თებერვალს საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს ელოდებიან. ალექსი ახვლედიანი ადგილობრივი თვითმართველობისა და სამცხე–ჯავახეთის მძლეოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრის ფარგლებში სავარაუდოდ, მძლეოსნობის სტადიონის პროექტს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომელიც მესხეთის საფეხბურთო სტადიონის მძლეოსნობის სტადიონად გადაკეთებას ეხება. აღნიშნულ მოედანზე მძლეოსნობის გარდა საფეხბურთო მატჩებიც გაიმართება.

Information

This entry was posted on 06/02/2014 by in ანონსი, სპორტი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე