ძლიერი ყინვა და სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი სოფლის მოსახლეობა– საკითხთან დაკავშირებით დღეს გამგეობის ყოველკვირეულ თათბირზე იმსჯელეს. რამდენად მიეწოდება სოფლისა და ქალაქის მაცხოვრებლებს სასმელი წყალი და რომელ ტერიტორიულ ორგანოში შეიქმნა პრობლემა, ვინ მიიღებს სასოფლო–სამეურნეო ბარათს დამატებითი სიების მიხედვით– თემებთან დაკავშირებით გამგეობის პირველმა პირებმა და გაერთიანების რწმუნებულებმა ისაუბრეს.