”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შსს–ს მონაცემებით, იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან განხორციელდა

shშინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, 2014 წლის იანვრის თვის სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარი 319 499 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 14,1 %-ით მეტია.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ტურისტი – 122 714 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 16,6%); ტრანზიტი – 53 241 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 16,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 67%); სხვა – 143 544 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 0,5%).
2014 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-13,6%), აზერბაიჯანიდან (+21,1%), სომხეთიდან (+44,9%), რუსეთიდან (+54,9%), უკრაინიდან (+72,3%) და ირანიდან (-17%) განხორციელდა.
ასევე, სამინისტროს განცხადებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის გაზრდილი მაჩვენებლებით იანვარში გამოირჩენ პოლონეთი, იტალია და ლატვია (შესაბამისად 163%, 16%, და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (31%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (15%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიისა და მოლდოვას მოქალაქეები 48% და 23%–იანი მატებით.

Information

This entry was posted on 04/02/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე