ახალციხის ალფა მარკეტში შესაძლოა ხორცზე ფასებმა იმატოს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სამსახურის გაფრთხილებამ იმის შესახებ, რომ ბიზნესოპერატორებმა ფორმა #2 უნდა წარადგინონ, მოვაჭრეებში პროტესტი გამოიწვია, რადგან მათ აღნიშნული დოკუმენტის მოპოვება მუნიციპალიტეტში არ შეუძლიათ. ამის გამო, მცირემეწარმეები ბაზარში პროდუქტის გაძვირებას არ გამორიცხავენ.