ატესტაცია და რეორგანიზაცია გუბერნიაში– სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 16 თანამშრომელი გათავისუფლდა. 8 მათგანმა ატესტაცია სპეციალური, მუდმივმოქმედი კომისიის წინაშე ვერ გაიარა, ამდენივე შტატგარეშე თანამშრომელმა დატოვა თანამდებობა რეგიონის სამაშველო სამსახურშიც. გათავისუფლებული პირები საკუთარ პოსტზე ერთი თვის განმავლობაში დარჩებიან.