„ფარავანი ჰესის“ თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. რამინ ზაზაძეს, რომელიც მძღოლად მუშაობს, 31 იანვრის შემდეგ დაცვა ჰესის ტერიტორიაზე აღარ უშვებს. როგორც მას განუმარტეს, ამის შესახებ სიტყვიერი დავალება მშენებლობის ინჟინერმა გასცა. „ფარავანი ჰესის“ თანამშრომელის განმარტებით, გათავისუფლების შესახებ ოფიციალურ ბრძანება არ მიუღია. რამინ ზაზაძე სამსახურში აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კომპენსაციას ითხოვს.