ახალციხის თვითმმართველობაში საჯარო მოხელის კონკურსის შედეგები ცნობილია. ვინ დასაქმდება ადგილობრივ ხელისუფლებაში, ამას კონკურსის მონაწილეები ხვალ, 4 თებერვალს შეიტყობენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, საკონკურსო კომისიამ 71 ვაკანსიაზე სულ 257 კანდიდატურა განიხილა. ის პირები, რომელთაც თვითმმართველობის მიერ მოთხოვნილი საკვალიფიკაციო პირობები ვერ დააკმაყოფილეს, კონკურსიდან ავტომატურად მოიხსნენ.