”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“ფარავანი ჰესის” თანამშრომლების პროტესტი ხელმძღვანელების მიმართ

ასპინძის მუნიციპალიტეტში მშენებარე „ფარავანი ჰესის” ქართველი მუშახელი გაიფიცა. მათ კომპანიების ხელმძღვანელებს სამი მოთხოვნა წაუყენეს: ანაზღაურების დროულად ჩარიცხვა, ნორმალური კვებითა და სამუშაო ტანსაცმლით უზრუნველყოფა. ჰესზე მომუშავე პერსონალის თქმით, ხელფასები მუდმივად გვიანდება. გარდა ამისა, თურქი ეროვნების მუშებს გაცილებით მეტი ანაზღაურება და პრივილეგია აქვთ, ვიდრე ადგილობრივებს. მათივე თქმით, სამუშაო ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს თურქულ მხარეს უპრობლემოდ აძლევენ, ქართველებს კი პასუხობენ, რომ არ აქვთ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე