სასოფლო–სამეურნეო ბარათების დარიგებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1–ლი თებერვლიდან იწყებს. „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჰექტარის ჩათვლით ფართობის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ახალციხეში ხელისუფლების ამ ინიციატივას დადებითად აფასებენ, თუმცა მის უარყოფით მხარეებზეც საუბრობენ.