”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამოქალქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელობის პოპულარიზაციის მიზნით კონფერენცია მოეწყო

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში რეგიონული კონფერენცია მოეწყო. ღონისძიების მიზანს სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების პოპულარიზაცია წარმოადგენდა, რომლის ინიციატორიც სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლა იყო. მან პროგრამის მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვება მოიპოვა. პროექტის ფარგლებში სამოქალაქო განათლებაში დამხმარე სახელმძღვანელოების როლის შესახებ სხვადასხვა აქტივობა სკოლაშივე მოეწყო. დღევანდელ კონფერენციას კი უფრო მასშტაბური სახე მიეცა.

Information

This entry was posted on 31/01/2014 by in განათლება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე