ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა მოხდა. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის მოადგილეებმა დამტკიცებული ფინანსური დოკუმენტის პრეზენტაცია მოაწყეს. ასევე განიხილეს ის დაფინანსებული პროექტები, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში განხორციელდება.