“მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია”, – ვიდეო მასალამ, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ანონიმურად გავრცელდა, ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილმა მას სიცრუე უწოდა, ნაწილმა დღევანდელი მთავრობის მიზანმიმართული ქმედება, ზოგიერთებმა კი „ნაციონალების“ დანაშაულის სააშკარაოზე გამოტანა. აღნიშნული მასალის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირეს ვანო მერაბიშვილის მშობლიურ ქალაქშიც. ისევე როგორც მთელ საქართველოში, ახალციხელების აზრიც არაერთგვაროვანია.