”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტში 5 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა

11, xertvisi botkini.jpg ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა, რომლის ფარგლებშიც ქ.ახალციხეში, გვარამაძის ქუჩის გზის რეაბილიტაცია, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა იგეგმება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ამავე ქუჩაზე მდებარე გადასასვლელს.
საქართველოს მთავრობის 34–ე და 35–ე განკარგულებით დაფინანსებული პროექტების სიაში მოხვდა სოფლების – პამაჯისა და წყალთბილის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია და სოფელ ღრელის საავტომობილო გზის მოასფალტება. ასევე იგეგმება ახალციხეში ჯაყელის ქუჩის მშენებლობა, რომლის პროექტიც ტენდერის ჩავარდნის გამო გასულ წელს ვერ განხორციელდა.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 384,214 ლარი გამოიყო.

Information

This entry was posted on 29/01/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე