ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული პირების – რატი ტატალაშვილისა და ჯემალ იაკობაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ ორი მოწმე შპს „ადიგენი 2009“ –ის დირექტორი ზაზა გიგოლაშვილი და საქმის გამომძიებელი გიორგი გვარამაძე დაკითხა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ გიორგი გვარამაძემ, რომლის მიერ გამოძიებული საქმის საფუძველზეც მოხდა ბრალდება, მათ მიერ დასმულ კითხვებს თავი აარიდა.