”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვანო მერაბიშვილს მეუღლე თაკო სალაყაია დაკითხვაზეა დაბარებული

პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაია დღეს თაკოდაკითხვაზეა დაბარებული. სასამართლო პროცესზე ყოფიმა პრემიერ–მინისტრმა, აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა, მეუღლეს მხნეობა უსურვა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, მისი მეუღლის დაკითხვაზე დაბარება მასზე ზეწოლის გაგრძელებაა.
“ყაჩაღმა პროკურორმა და ნარკომანმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღასრულეს ის მუქარა, რომელიც ჩემი ციხიდან გაყვანის პერიოდში არსებობდა. ეს არის შეუნიღბავი ზეწოლა, უსუსური ქცევა. ყველამ დაინახა, რომ ეს ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია. ვიძლევი გარანტიას, რომ ასეთი პატარა ადამიანები აუცილებლად დაისჯებიან. ისინი დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში. ზეწოლა ხდება ჩემს ნათესავებზე, მათ შორის ბიძაჩემის პროცესი ამ დროისათვის მიმდინარეობს. ახლა კი გადაწყვიტეს, რომ ამით გამტეხავენ და ჩემი მეუღლის წინააღმდეგ დაიწყეს პატარკაცული ქმედებები”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
ამასთან, მან დარბაზი დატოვა და შუამდგომლობა წარადგინა, რომ დაცვის მხარეს მიეცეს საშუალება 26 მაისის საქმეზე დასაკითხ მოწმეებს წარუდგინოს ვიდეომასალები. ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ წინა პროცესზე აღნიშნულ შუამდგომლობაზე მოსამართლემ უარი თქვა. მერაბიშვილი იმედოვნებს, რომ ეს უარი გაუგებრობა იყო, ახლა კი დაცვის მხარეს მიეცემა საშუალება მოწმეებს, რომლებიც პროცესებზე დაიკითხებიან, წარუდგინონ ვიდეომასალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფოტომასალა, რომელიც ამოღებული იქნება გადაღებული ვიდეოებიდან.

Information

This entry was posted on 21/01/2014 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე