”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენის საკრებულოსა და გამგეობაში შვიდ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსია გამოცხადებული

ადიგრა20 იანვარს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში შვიდ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა.
როგორც “მეცხრე არხთან” საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ფეიქრიშვილი განმარტავს, ვაკანსია მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოში, ორ, იურიდიული და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო გამგეობაში ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის, სოფელ ლელოვნის რწმუნებულის თანაშემწის, სოფელ გორგულის რწმუნებულისა და სახანძრო–სამაშველო სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობებზეა გამოცხადებული.

თემურ ფეიქრიშვილის თქმით, აღნიშნული თანამდებობები რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკანტური იყო და მოვალეობის შემსრულებლები ჰყავდა, თუმცა ამჯერად ისინი კონკურსის წესით დამტკიცდებიან.
აღნიშნულ თანამდებობებზე განაცხადების მიღების ბოლო ვადა 3 თებერვალია, რის შემდეგაც შესაბამისი კანდიდატურები შეირჩევა და დამტკიცდება.

Information

This entry was posted on 21/01/2014 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე