”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასპინძის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციისთვის 1 385 350 ლარი გამოიყო

რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ პირველ ეტაპზე, ასპინძის მუნიციპალიტეტი 1 385 350 ლარით დააფინანსა, რომლის ფარგლებშიც სოფელ სარო-ხიზაბავრის მისასვლელი გზა სრულად aspinZaმოასფალტდება. მისი მშენებლობა–რეაბლიტაცია გასული წლის ნოემბრის თვეში დაიწყო, თუმცა სამუშაოები, ერთ თვეში, ამინდის გაუარესების გამო შეჩერდა.
სოფლებში მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, 2014 წლეს ასპინძის მუნიოციუპალიტეტისათვის ერთ–ერთი პრიორიტეტული იყო.
მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტები რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ უკვე განიხილა. მოწონებული პროექტები საქართველოს მთავრობას გადაეგზავნა, რომელმაც შემდგომ თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყო.

შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.

Information

This entry was posted on 20/01/2014 by in რეგიონი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე