სამოქალაქო ინტეგრაციის ახალგაზრდულმა ბანაკმა სტარტი აიღო. სამცხე–ჯავახეთის 24 სკოლის ეროვნებით ქართველი და სომეხი მოსწავლეები ბორჯომში 4 დღეს გაატარებენ. ბანაკი მიზნად ქართველი და არა ქართველი მოსწავლეების ინტეგრაციასა და სამოქალაქო განათლების სწავლა სწავლების დონის ამაღლებას ისახავს. მასობრივი კვლევის წარმოება, პროექტების წერა და განხორციელების მეთოდოლოგია , პრეზენტაციის უნარები და ინტეგრაცია- ამ თემებზე ახალგაზრდებს ტრენინგები ჩაუტარდებათ.