”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დაკარგულის ცხედარი სარდაფში იპოვეს

1014307_1398972767018775_1935554953_n ადიგენში მცხოვრები 17 წლის ახალგაზრდა, სოსო ბალახაშვილი ცხედარი იპოვეს. იგი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სარდაფში 17 იანვარს, მეზობელმა ჩამომხრჩვალი ნახა. ახლობლები და ოჯახის წევრები მომხდარის მიზეზებზე ვერ საუბრობენ.
შსს–ს ინფორმაციით მომხადარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება 115–ე მუხლით მიმდინარეობს. რაც ,,თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატურ დამცირებას” ისახავს.
ამ დროისათვის ცხედარი ახალციხის პროზექტურაშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ 17 წლის ახალგაზრდა სახლიდან 14 იანვარს, დილის 11:00 საათზე გავიდა და არ დაბრუნებულა.
ვიდეო მასალა:

Information

This entry was posted on 17/01/2014 by in ახალი ამბები.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე