17 იანვარს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში შპს ,,ტაოს“დამფუძნებლის ლევან თუმანიშვილისა და მისი ყოფილი საფინანსო საქმეთა მწარმოებლი, თენგიზ ფარცახაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარემ დასაკითხად 5 მოწმე წარმოადგინა. მალხაზ ხარშილაძე, თენგიზ გიგოლაშვილი, იაშა სტეფნაძე, არტემ აფრიამაშვილი და ნოდარ მაისურაძე პროცესზე საშეშე მერქნის ტყიდან გამოტანისა და გაყიდვის თაობაზე დაიკითხნენ.