”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ოჯახის წევრები დაკარგულ სოსო ბალახაშვილს ეძებენ

soso დაბა ადიგენში მცხოვრები, 17 წლის ახალგაზრდა, სახლიდან 14 იანვარს, დილის 11 საათზე გავიდა და მას შემდეგ ოჯახის წევრები სოსო ბალახაშვილს ყველგან ეძებენ, თუმცა უშედეგოდ. როგორც დაკარგულის და, ნათია ბალახაშვილი ამბობს, სოსოს ახალწელს მეგობრებთან ერთად უნდა ექეიფა, თუმცა მისი ძმა საღამოს, სახლში არ დაბრუნებულა.
,,გვეგონა მეგობართან დარჩა ღამით, იმიტომ რომ ადრეც იქეიფეს და ღამე იქ გაათენა, 15 იანვარს დილით მოვიკითხეთ და არსად იყო, მეგობრებმა თქვეს, რომ არ უქეიფიათ, სოსოს უთქვამს სახლში მივდივარო. ვერსად მივაკვლიეთ, ნათესავებთან, მეგობრებთან, ყველგან მოვიკითხეთ. კლასელის დედამ თქვა გაჩერებაზე დავინახეო, არ ვიცით სად უნდა წასულიყო, პოლიცია ეძებს“– ამბობს ,,მეცხრე არხთან” ნათია ბალახაშვილი.
ოჯახის წევრები სოსო ბალახაშვილის გაუჩინარების ვერსიებზე ვერ საუბრობენ.

Information

This entry was posted on 16/01/2014 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე