ყოველდღიური საჭიროების მქონე ნივთები–მოძველებული რადიო, მწყობრიდან გამოსული ტელევიზორი, გაზის გამათბობელი და ორი საწოლი – ეს ის ნივთებია, რომელიც მარტოხელა რიფსიმე მარგარიანს გააჩნია. იგი ახალციხეში გამრეკელის ქუჩაზე ორ ოთახიან სახლში ცხოვრობს და მის შემოსავლის წყაროს მხოლოდ ყოველთვიური პენსია წარმოადგენს. თუმცა 74 წლის მოხუცი სოცილურად დაუცველთა რიცხვს მაინც არ მიეკუთვნება. მრავალი მცდელობის მიუხედავად, მას სოციალური აგენტები მაღალ ქულას ანიჭებენ.