ახალციხეში სხვადასხვა პროექტის განხორციელებისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 830 ათას ლარზე მეტი, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან 3 მილიონ 300 ათას ლარამდე გამოიყო. აღნიშნული თანხები ქალაქში სკვერების მშენებლობას, 8 ქუჩისა და საბავშვო ბაღების კეთილმოწყობას მოხმარდა. იქნება თუ არა 2014 მშენებლობის წელი, რას ფიქრობენ ამის თაობაზე ახალციხელები? როგორია მათი სურვილები და მოლოდინები – თემით „მეცხრე არხი” დაინტერესდა.