”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ზურაბ ჩილინგარაშვილი 2013 წლის მოვლენებს აჯამებს

zurab chilingarashvili ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე 2013 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს აჯამებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“აი დამთავრდა 2013 წელი, რა მივიღეთ ამ წელში? კარგი თითქმის არაფერი: ვანო უკანონოდ დაიჭირეს, გიგის უკანონოდ შეუჩერეს უფლება მოსილება, თენგო გუნავა უკანონოდ დააპატიმრეს, ადიგენის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი უკანონოდ დააპატიმრეს და მასთან ერთად თითქმის ადიგენის გამგეობის ნახევარი აგერ უკვე 5 თვეა სასამართლოში დაყავთ, მერიის თანამშრომლები დააპატიმრეს, ბიძინა წავიდა ღარიბაშვილი მოვიდა , 940 000 000 ლარით ბიუჯეტი გაირღვა, 1 600 000 000 ვალი აიღეს, 127 000 000 ხელფასები გაიზარდეს, ხალხი პოლიტიკური ნიშნით გაანთავისუფლეს სამსახურებიდან , ციხეებში უკვე ვეღარ აკონტროლებენ სიტუაციას, პენსიებს ვეღარ ზრდიან , მასწავლებლების ხელფასებს ვეღარ ზრდიან, მიიღეს კაბონები: პრეზერვატივების შესახებ, მძიმე ნაცრის შესახებ, ჩოხებზე, ურმების მუხრუჭებზე, მოიყვანეს და გაუშვეს(ხალხის ზეწოლით) პროკურორი , ვერ დადეს ვერც ერთი რეზონანსული საქმე: ჟვანიას, გირგვლიანის, რაფალიანცის, არ დასაჯეს მწამებლები, ბედუკაძე და ძმანი მისნი. დავიღალე ბევრი რამე მაქვს ჩამოსათვლელი თუ კიდევ გაინტერესებთ მომწერეთ და კიდევ გავაგრძელებ. ხო კიდევ ერთი მე რაც მეხება ვერაფრით ვერ მოვახერხე ვანოსთან შესვლა არ მიშვებენ”.

აღნიშნული, ზურაბ ჩილინგარაშვილმა facebook-ის გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
Untitled

Information

This entry was posted on 30/12/2013 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე