”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის სასულიერო სემინარიაში დიპლომების დაცვა გაიმართა

გრიგოლ ხანძთელის სახელობის ახალციხის სასულიერო სემინარიაში დიპლომების დაცვა გაიმართა. სასწავლებლის 8 სტუდენტმა სხვადასხვა მასალაზე შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინა. ახალგაზრდების ხატწერის, მინაქარზე მუშაობის, ქვაზე და ხეზე კვეთის ოსტატობა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა სასულიერო პირებთან ერთად შეაფასა. მეუფე თეოდორეს თქმით, ნამუშევრებმა მათი მოწონება დაიმსახურა. დიპლომების დაცვას ესწრებოდა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსიც.

Information

This entry was posted on 30/12/2013 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე