ახალიწლის მოახლოვებასთან ერთად ახალციხეში პროდუქტის ფასმაც იმატა. სავაჭრო ცენტრ ალფა მარკეტის მოვაჭრეები ამბობენ, რომ სხვადსხვა სახის სურსათზე ფასი 30 პროცენტით გაიზარდა, აღნიშნულით მოსახლეობის ნაწილი კმაყოფილია, ნაწილს კი საახალწლოდ პროდუქტის შესაძენად თანხა არ ყოფნის.