ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ახალციხის მუნიციპალიტეტში. სოფელ აწყურში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა. დღეიდან 120 აღსაზრდელი სკოლაში მისვლამდე სხვადასხა უნარჩვევებს დაეუფლება. დაწესებულების მენეჯერის თქმით, საბავშვო ბაღში ადგილობრივებიც დასაქმდებიან. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps-ს და ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით მოხდა.