საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა. გარბმა რეგიონის ჟურნალისტებს თბილისში უმასპინძლა და ისინი საუკეთესო რეპორტაჟის მომზადებისთვის დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. დაჯილდოვებულთა შორისაა ტელეკომპანია “მეცხრე არხის” კორესპონდენტი თიკო კურტანიძე და ოპერატორი სერგეი ფიდანიანი.