ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს დღეს წინა საახალწლოდ საჩუქრები გადასცა. 1ტომარა ფქვილი, 5 ლიტრი ზეთი, 10 კილოგრამი შაქარი და ტკბილეული 225-მა ბენეფიციარმა მიიღო. აქედან 77 იძულებით გადაადგილებული პირია, ხოლო 170 მათგანი უმწეოთა სასადილოში იკვებება.