წიწვოვანი ნარგავების უკანონოდ მოჭრასთან დაკავშირებით კონტროლი გამკაცრდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ხე-ბუჩქნარის მოსპობა და დაზიანება 200-დან 400 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. თუკი ქმედება დაცული ტერიტორიის ფარგლებში ხორციელდება, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იზრდება.