კიდევ ერთი საქველმოქმედო ღონისძიება ახალციხეში. ამჯერად გაზეთ „სამხრეთის კარიბჭის” ინიციატივით, ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, ტელეკომპანია ,,მეცხრე არხისა” და რესურსცენტრის წარმომადგენლები, მეშვიდე საჯარო სკოლას ესტუმრნენ. მათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.