საქველმოქმედო აქცია ახალციხეში. მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის აქცია გამართეს და მათ სხვადსხვა სახის საჩუქრები გადასცეს. სასწავლო დაწესებულების თვითმმართველობის წევრებმა ბავშვებისათვის კონცერტიც მოაწყეს.